Wednesday, August 3, 2011

პროექტი


პროექტი
1.      პროექტის სახელწოდება: გერმანული სასწავლო-ადაპტაციური ტექსტების ჩაწერა გახმოვანება.
2.      მთავარი იდეა: პროექტის მონაწილეები იმუშვებენ შესაბამისი ტექსტების მოძიებაზე და შემდეგ მოახდენენ მათ ჩაწერას ხელმისაწვდომი საშვალებებით.
3.      აქტუალობა: ცოცხალ ენასთან ურთიერთობის დეფიციტი, უცხო ენის მოსმენილის აღქმის სირთულე.
4.      პროექტის მიზნები: მოსწავლეები იმუშავებენ ტექსტების მოძიებაზე, შერჩევაზე და დაამუშავებენ ადაპტაციურად საჭიროების შემთხვევაში.რითაც განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, დახარისხების და სისტემატიზაციის უნარები, ხოლო მათ მიერ შექმნილი პროდუქტი საშვალებას მოგვცემს ნაწილობრივ შევავსოთ აღნიშნული დეფიციტი.
5.      მოსწავლეების ასაკი: 15 წელი
6.      პროექტის განხორციელების ვადები: 2 თვე.
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: აუდიო მასალა.
8.  პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ჩამწერი მოწყობილობა, ლექსიკონი, საკითხავი ლიტერატურა.
9.პროექტის მსვლელობა: კლასიდან შედგება ორი ჯგუფი,რომლებიც ტექსტებზე იმუშავებენ ცალ-ცალკე, შეაჯერებენ მასალებს შემდგომ ერთად, ხოლოჩაწერას მოახდენენ ერთად.
10.  საგნის კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: გერმანული
                   უცხ.ს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან,  სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან,  ცნობარი და სხვა).
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
· ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
·           ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად;
·           ამოკრებს  ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს სხვადასხვა ნიშნით;
·           მიჯნავს ფაქტს ვარაუდისაგან, შეფასებისაგან;
·           აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან.

11.  პროექტის ხელმძღვანელი: ალექსანდრე ორჯონიკიძე.
12.  ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: aleko.orjonikidze@gmail.com
13.  პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: alekoorjonikidze-aleko blogspot.com

Tuesday, August 2, 2011