Monday, April 18, 2016

პროექტის პორტფოლიო

  სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ალექსანდრე ორჯონიკიძე
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ცაგერის რაიონი სოფელი ორბელის საჯარო სკოლა
ქალაქი
 სოფელი ორბელი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
                                      გერმანიის ქალაქები
თემის შინაარსი
            მოსწავლეები შეარჩევენ მათთვის საინტერესო  გერმანიის ქალაქებს, მოიძიებენ მათზე სხვადასხვა ინფორმაციას, როგორიცაა გეოგრაფიული მდებარეობა, დემოგრაფია, კულტურული და ისტორიული ძეგლები და სხვა, მოახდენენ აღნიშნული ინფორმაციის დახარისხებას და მოამზადებენ პრეზენტაციებს , რომელსაც წარადგენენ კლასის წინაშე.
საგანი
გერმანული
დონე/კლასი  
მე11 კლასიდან მე12 კლასბამდე.
განხორციელების დროის ჩარჩო
2 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
. უცხ.ს.IV.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს (მაგ., სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებ, გერმანიის გაერთიანების დღე, ასწლიან ომ და სხვა);
·           ცნობს ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებს (მაგ., ბრანდენბურგის კარიბჭეს, ვერსალის სასახლე, ბიგ ბენ, ოსტანკინოს ანძას და სხვა);
·           ცნობს ისტორიულ პირებსა და გამოჩენილ ადამიანებს (მაგ., ვოლფგანგ გოეთე, ლუი XIV-ს, ნაპოლეონ, დედოფალ ელისაბედ მეორე, ალექსანდრე პუშკინ), ასახელებს მათი მოღვაწეობის სფეროს, ეპოქას, დამსახურებას;
·           ასახელებს დღესასწაულებსა და ზეიმებს.

უცხ.ს.IV.22. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების სოციოკულტურის რეალიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იცნობს ყოფით სიტუაციებში ქცევის წესებს (მაგ., მისალმება, დამშვიდობება, მიპატიჟება, სტუმრობა, პურობის რიტუალები და სხვა);
·           იცნობს საზოგადოებაში ქცევის წესებს;
·           იცნობს სამიზნე ქვეყნების ტრადიციებს, ადათებს, ზნე-ჩვეულებებს.

უცხ.ს.IV.23.         მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ავლებს პარალელს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს;
·           კორექტულად გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურულ თავისებურებებზე მსჯელობისას.


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეებმა უნდა გამიჩინონ ინტერესი სხვა ქვეყნის კულტურის მიმართ , უნდა მოიძიონ და დააჯგუფონ ინფორმაცია მათვის საინტრესო ქალაქების შესახებ, მისი ისტორიის , გეოგრაფიიის ,დემოგრაფიის, კულტტურული ძეგების, ამ ქალაქში მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებების შესახებ.  უნდა შეძლონ მომზედება და წარდგენა პრეზენტაციის შემდეგ კლასის წინაშე.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
გერმანის რომელი ქალაქები იცით? რომელია გერმანიის დედაქალაქი?  როგორ ფიქრობთ რა იწვევს ტურისტების ინტერესს დიდი ქალაქების მონახულებისას?
თემატური კითხვები
თუ იცით გემანიის რომელ მხარეში მდებარეობს ბერლინი?  რა კულტურულ, საგანმანათლებლო თუ ისტორიულ ფაქტთან ასოცირდება თქვენს მიერ დასახელებული ქალაქები?
შინაარსობრივი კითხვები
თუ შეგიძლიათ თქვათ როგორია თქვენს მიერ დასახელებულ ქალაქებში დემოგრაფიული მდგომარეობა?  კულტურული  და საგანმანათლებლო ცენტრები? სპორტული კლუბები? წეს-ჩვეულებები? სახალხო ზეიმები და ფესტივალები?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










დაფიქრდი დაწყვილდი გაუზირე, გონებრივი იერიში

მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა გააქტიურება

პროექტზე მუშაობის სწორი მიმართულების შენარჩუნება,
მოსწავლეთა ჩართულობა.
შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალი, მოსწავლეთა უკუკავშირის ჩეკლისტი.
ინფორმაციის მოპოვების, დახარისხების უნარების შემოწმება. პრეზენტაციის უნარების განვითრება, კულტურული ტოლერანტობის ამაღლება
პრეზენტაცია.
რეფლექსია
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეთა საჭიროების დადგენის კითხვარი, პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი, მოსწავლეთა უკუკავშირის ჩეკლისტი, თვითშეფასების კითხვარი.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
 ტექსტზე მუშაობის და ინფორმაციის მოძიების უნარები,
Powerpoint ის ცოდნა
სასწავლო პროცედურები
მოსწავლეებს დავუსვავ ზოგაგად კითხვას ტუ რომელია გერმანიის დედაქალაქი? მოვახდენ მათი წინარე ცოდნის აქტუალიზაციას, და დაინტერესებას საპროექტო თემით,  ვთხოვ დაასახელონ გერმანიის სხვა ქალლაქები, საპრეზენტაციო ქალაქებს შევარჩევინებ შემთხვევიტი შერჩევით ანაბანიდან,  ერთი მოსწავლე ასახელებს ასობგერას  და მეორე ცდილობს დაასახელოს შესაბამისი ქალაქი. შერჩეულ ქალაქებზე ერთი კვირის განმავლობაში ვაძლევ დავალებას რომ მოიძიონ სხვადასხვა ცნობები, ფოტო მასაალა, ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდები მათ ჩართულობას ინფორმაციის მოძიების და დახარისხების პროცესში, მეორე კვირას მოსწავლეებს  გავაცნობ პრეზენტაციის კრიტერიუმებსდა პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას. მივცემ მითითებეს პრეზენტაციის სესაქმნელად და იხელმძღვანელონ კრიტერიუმების გათვალისწინებით. კვირის ბოლოს მოხდება ნამუშევრების წარდგენა , ვთხოვ მოახდინონ შეფასება როოგორც ერთმანეთის ასევე თვითშეფასებაც.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
მივცემ უფრო მეტ დროს სამუშაოს შესასრულებლად,  შეძლებს იმუშაოს საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

ადაპტირებული ლიტერატურის  გამოყენება.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
შესაძლებლობას მივცემ იმუშაოს უფრო შედარებით  რთულ საკითხებზე. უფრო მეტად დავტვირთავ ტანაკლასელლების დახმარებით, რომლებსაც ჭირდებათ გარკვეული დახმარება.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, თაბახის ფურცელი , დამხმარე სახელმძღვანელო, ლექსიკონი.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.